
28 მაისს, ოკუპირებულ დონეცკში ვიზიტის დროს, ცნობილი რუსი მომღერალი იოსებ კობზონი გაძარცვეს, თუმცა, სკანდალი ისე მიჩუმათდა, რომ არ გახმაურებულა.
ამის შესახებ "ცენზორ.ნეტ" წერს და აღნიშნავს, რომ იმ დელეგაციაში, რომელიც დონეცკში დახვდა რუს მომღერალს, ქურდი აღმოჩნდა.
გამოცემის ინფორმაციით, კობზონს ნოუთბუქი და რამდენიმე ძვირადღირებული პიჯაკი მოჰპარეს.