
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიევში კონცერტით აღნიშნა. ნინო ჩხეიძის კონცერტზე უკრაინაში მცხოვრებ ქართველებთან ერთად, ადგილობრივებიც ესწრებოდნენ.
კონცერტის კულმინაცია იყო ქართული ესტრადის წარმომადგენლის გამოსვლა ბავშვებთან ერთად, რამაც დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა. როგორც ყოველთვის, უკრაინელები გულთბილად ულოცავდნენ ქართველებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს.
ნინო ჩხეიძე აპირებს, ადგილობრივებისა და იქ მცხოვრები ქართველების თხოვნა გაითვალისწინოს და უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ ჩაატაროს კონცერტი უკრაინის დედაქალაქში.