-
2015-05-20 20:40
ტურინის პოლიციამ ბოლოს და ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, დაეკავებინა მამაკაცი, რომელიც მაისის დასაწყისში გამოჩნდა ქალაქში.
მამაკაცი, რომელიც გრძელ ხალთაში იყო ჩაცმული და მხარზე გოდორის მსგავსი ნივთი ჰქონდა მოგდებული, ქუჩაში ჩნდებოდა, მოქალაქეებთან მიდიოდა, მათ ესალმებოდა და გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნებოდა, თანაც შაკუთარ თავს იესო ქრისტეს უწოდებდა.
ის გოდორში შემოწირულობის სახით იმ პროდუქტებს აგროვებდა, რასაც მოქალაქეები უწილადებდნენ, თავად მოქალქეების დამოკიდებულება მის მიმართ კი არაერთგვაროვანი გახლდათ: ზოგნი, უბრალოდ, გაურბოდნენ, ზოგნი ლანძღავდნენ, ზოგნი კი მასთან ერთად ფოტოებს იღებდნენ და შემდეგ სოცქსელებში აქვეყნებდნენ. "იესომ" მოკლე ხანში მოიპოვა პოპულარობა.
"თქვენ კანონს კი არა, ჯანსაღი აზრის პრიორიტეტულობას არღვევთ, ამახინჯებთ რა ისტორიას", - ასე აუხსნეს პოლიციელებმა მამაკაცს დაკავების მიზეზი და განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, ადვოკატები, რომლებიც "იესოს" ბლომად გამოუჩნდნენ, ვარაუდობენ, რომ სასამართლოს მისი გათავისუფლება მოუწევს.



