
ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით "კვირის ქრონიკა" წერს. გამოცემის ინფორმაციით, ნორლანდმა, ივანიშვილთან ბოლო ვიზიტის დროს ნიადაგი მოსინჯა, მაგრამ კონკრეტული პასუხი ჯერ არ მიუღია.
ამასთან, გაზეთი წერს, რომ ზურაბ ადეიშვილს წითელი ცირკულარით ძებნა სწორედ ივანიშვილის თანხმობით მოეხსნა, ხოლო შსს-ს თემით მილიარდერთან რესპუბლიკელები ვაჭრობენ, რომლებსაც ამ უწყების კონტროლქვეშ აყვანა სურთ:
,,წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ზურაბ ადეიშვილს ბიძინა ივანიშვილის თანხმობის შემდეგ წითელი ცირკულარით ძებნა მოუხსნეს, შუშის სასახლეში მიხეილ სააკაშვილის ძებნის გაუქმებაზეც დაიწყეს ფარული საუბრები.
როდესაც ივანიშვილთან აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი იმყოფებოდა, მან ნიადაგი ამ მხრივაც მოსინჯა. ამერიკის ელჩს კონკრეტული პასუხი ამ ეტაპზე არ მიუღია, მაგრამ, თუკი ის მოინდომებს, ივანიშვილს ამაზეც დაითანხმებს“,-წერს გაზეთი.
რაც შეეხება ,, ,,რესპუბლიკელებს“, წყაროს ცნობით, ისინი ექსპრემიერთან შინაგან საქმეთა მინისტრად მათი კანდიდატის დანიშვნაზე ივაჭრებენ.