
სერბიაში მომხდარი შემთხვევის შესახებ "იტარ-ტას" იტყობინება: მამაკაცმა ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და თავი მოიკლა.
ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა მოუგვარებელ ოჯახურ ურთიერთობებს უკავშირდება. მამაკაცი მკვლელობის წინადღეს, საქორწინო ცერემონიალზე წყვილის მოწმე იყო, მეორე დღეს კი ახალშეუღლებულთა ექვსი ნათესავი სანადირო თოფით მოკლა და თავი მოიკლა. მიმდინარეობს გამოძიება.