
ბრიტანული The Sun საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მისთვის ცნობილი გახდა ირინა შეიკისა და კრიშტიანო რონალდუს განშორების მიზეზი.
გამოცემის ინფორმაციით, ირინამ აღმოაჩინა მიმოწერა და ფოტოები, რომელმაც დაარწმუნა, რომ ფეხბურთელმა მას სხვადასხვა დროს ათზე მეტ ქალთან უღალატა. ამასთან, გამოცემას არ მოუყვანია არც მოდელისა და არც ფეხბურთელის კომენტარი ამ თემაზე.
შეგახსენებთ, შეიკი და რონალდუ რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა, წლის დასაწყისში დაცილდნენ. ბოლო ინფორმაციით, ირინა შეიკი ჰოლივუდის მსახიობ ბრედლი კუპერს ხვდება.