
ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ვლადიმირ პუტინის „გაუჩინარებასთან“ დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.
„იმ დროს, როცა ყველა ცდილობდა დაეწერა და გამოეცნო, სად იყო ვლადიმირ ვლადიმირის ძე, ის მოსკოვთან ახლოს, საკუთარ რეზიდენციაში მუშაობდა. ხშირად ხალხს ჰგონია, რომ თუ პუტინი ტელევიზიით არ ჩანს, სახლში ზის და არაფერს აკეთებს. ეს ასე არ არის...
მე მივედი მასთან და ვუთხარი: ბატონო პრეზიდენტო, გავიგე, რომ რთულ სიტუაციაში აღმოჩენილხართ. თქვენ დაგატყვევათ გენერლების ჯგუფმა, მათ ჰყავდით იზოლირებული და გაგიტაცეს შვეიცაღიაში, სადაც ერთდროულად რამდენიმე შვილი შეგეძინათ. მოვედი, რომ მომელოცა, ბატონო პრეზიდენტო“, - მოჰყავს TACC-ს დიმიტრი პესკოვის სიტყვები.