
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი ია ფარულავა და მომღერალი ლელა წურწუმია ახალ გადაცემას ამზადებენ, რომელშიც პოლიტიკოსებს აპოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ მიიწვევენ.
„პრაიმტაიმთან“ საუბარში ია ფარულავამ ინფორმაცია ვერ დაადასტურა, თუმცა არც უარყო.
„გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ, ამ ეტაპზე ვერაფერს გეუბნებით. არ გეწყინოთ, რაა.
არის ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ დადასტურებულად ვერაფერს გეუბნებით. თუ რაღაც იქნება, გპირდებით, პირველად თქვენ გეტყვით.
ძალიან ბედნიერი ვიქნები რაიმე კარგ გადაცემაში თუ მივიღებ მონაწილეობას.
... ლელა ნამდვილი დივაა. მას საოცარი იუმორის გრძნობა აქვს.
ჩვენ მეგობრები არ ვართ, მაგრამ ლელას სიძლიერეს და პიროვნებას დიდი პატივს ვცემ. მაგარი გოგოა,“ - აღნიშნა ია ფარულავამ.