
ზესტაფონში, იჭვანიძეების ოჯახზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაზე „ტაბულის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.
მურმან იჭვანიძე, რომელიც სიგარეტის დისტრიბუტორად მუშაობს, საკუთარ სახლში, 22 მარტს, ოთხმა ავტომატით შეირაღებულმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა.
მათ ოჯახის დანარჩენი წევრები სცემეს, ხოლო მურმან იჭვანიძეს ავტომატი ფეხში ესროლეს. მამაკაცი „აკს“ ტიპის კალაშნიკოვის ავტომატის ტყვიით ფეხშია დაჭრილი და საავადმყოფოში იმყოფება.
შსს მომხდართან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.