-
2015-03-21 13:55
მარნეულის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რეგიონის გუბერნატორს ქვეყნის პრეზიდენტისა და პრემიერის სახელები აერია და ადგილობრივებს ისინი ირაკლი მარგველაშვილად და გიორგი ღარიბაშვილად წარუდგინა.
გუბერნატორი უხერხული მდგომარეობიდან პრეზიდენტმა იხსნა, რომელმაც ინიციატივა აიტაცა და გუმერნატორის განცხადებას რეპლიკა მიაყოლა: "ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც თქვენს სამსახურში ვართ!".
ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივ მცხოვრებლებს თანადგომა გამოუცხადა და პირობა დადო, რომ მუდამ მათ გვერდით იქნება.