-
2015-03-20 23:11
მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „რეაქციის“ ეთერში განმარტება გააკეთა.
„უკრაინაში ყოფნის დროს ჩემთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და მეკითხებოდნენ, როგორ იქნება ჩვენი საქმე.
მე ვუთხარი, რომ ყველაფერი იქნება კარგად და შეიძლება ისე კარგადაც, რომ მეც მოვითხოვო აქ თავშესაფარი.
ეს ხუმრობა იყო. ამის სერიოზულად მოსმენა და გამეორება სასაცილოა, მე ჩემს სამშობლოზე მეტად არაფერი არ მიყვარს", - აღნიშნა მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბუბა კიკაბიძემ უკრაინაში თავშესაფარი მოითხოვა.