
თურქული პრესა ააჭრელა ინფორმაციამ ქართველი დიპლომატის, სტამბულში საქართველოს გენერალური კონსულის ირაკლი ასაშვილის შესახებ, რომელმაც მეგობარი გოგონა სასტიკად სცემა.
მასალაში „დიპლომატიური სკანდალი“ ჟურნალისტი წერს, რომ მოლდაველი გოგონა და ქართველი დიპლომატი თითქმის ორი წელია ერთად ცხოვრობენ.
ბოლო ხანს წყვილს ურთიერთობა ძალიან დაეძაბა და ხშირად კამათობდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ასაშვილმა და მეგობარმა გოგონამ სახლში იჩხუბეს.
„გოგონა ისეა ნაცემი, რომ პლასტიკურ ქირურგებსაც კი გაუჭირდებათ, ისევ ისეთი გახადონ, როგორიც მანამდე იყო. მას ცხვირიც კი გატეხილი აქვს "- წერს თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „ჰურიეთი".
ალასაშვილი სტამბულის საელჩოში 2012 წლიდან მუშაობს. როგორც მედია იტყობინება, მომხდარში თურქეთის სამართალდამცავები ვერ ერევიან, რადგან მას დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს.
newposts.ge