რამ განაპირობა კონფლიქტი გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის

Image

პარლამენტში პრეზიდენტის ანგარიშის წარდგენისა და სახელისუფლო კულუარებში მიმდინარე პოლიტიკური თამაშების შესახებ, მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, ვანო მაჭავარიანი საუბრობს.

 

 „პრეზიდენტის ყოფილი ცოლის ძმა, ლაშა აბაშიძე საკმაოდ კვალიფიციური კადრია.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მისი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, "ქართულ ოცნებასა" და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებული დისკომფორტი იყო.

 

ლაშა ყოველთვის ფიქრობდა, რომ მმართველი გუნდის წევრი იყო, ამიტომ მუდმივად პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების დარეგულირებას ცდილობდა.

 

როცა მიხვდა, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოზიციაში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, ადმინისტრაციიდან წამოვიდა. როგორც ჩანს, ის "ქართული ოცნების" მმართველ წრეში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააბრუნა.

 

„ქართულ ოცნებაში“ ლაშა აბაშიძეს მუდმივად სთხოვდნენ, პრეზიდენტი პოზიციების დათმობაზე დაეთანხმებინა. სწორედ ამ საკითხზე ვკამათობდით ხშირად და ვეძებდით გამოსავალს. მოგეხსენებათ, ეს გაუგებრობა მთავრობაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.

 

რაც პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მოხდა, ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს,  როგორც ვიცი, მათ სამსახურეობრივი ურთიერთობა პირადულ ჭრილში გადაიტანეს, რაც არასწორ ნაბიჯად მიმაჩნია.

 

სამწუხაროდ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ამ გაურკვევლობაში მხოლოდ დამატებითი მიზეზი აღმოვჩნდი... პირადად მე, გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც 40 წელია ვიცნობ, გვერდში 200%-ით დავუდექი, მაგრამ როცა ყველაფერს აკეთებ, სანაცვლოდ კი, მხარდაჭერას ვერ იღებ, ბუნებრივია, ეს წყენას იწვევს და პირად ურთიერთობაზეც აისახება.

 

ჩვენ შევეცადეთ ეს ურთიერთობა არ დაგვეკარგა, ამიტომ პრეზიდენტის თხოვნით ადმინისტრაციიდან მეც წამოვედი.

 

მთავარი მიზანი შუალედის მოძებნა და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება იყო. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა მუშაობა რა მიმართულებით უნდა გაგვეგრძელებინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროცესები არასწორი მიმართულებით წარიმართა.

 

ვფიქრობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციაში მას მხოლოდ თანამშრომლები კი არა, პოლიტიკური გუნდი სჭირდება, რაც გიორგის პოლიტიკურ წონას შემატებს. მერწმუნეთ, გიორგის გაგულიანება არ სჭირდება, უბრალოდ, ის გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბებას დიდ დროს ანდომებს, ასეთი პერსონაა. პოლიტიკაში კი, დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

პრეზიდენტს არ არ მოსწონს ის პოზიცია, რომელიც მმართველმა გუნდმა მიუჩინა, მაგრამ თუ ადამინისტრაციამ ხელი არ შეუწყო, მისი როლი საბოლოოდ მაინც ცერემონიალური იქნება,“ - აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

 

„კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !