
დეპუტატმა მურმან დუმბაძემ იარაღის ყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ დუმბაძის სახლთან აქციას მოაწყობენ.
დეპუტატის განცხადებით, რადგან მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მისი და მისი ოჯახის დაცვას, ის თავად შეეცდება იარაღით დაიცვას თავი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციაში გადასულმა დეპუტატებმა სწორედ მურმან დუმბაძის სახლში გააკეთეს განცხადებები.
მედეა ვასაძე აცხადებს, რომ სუს-ის უფროსი გიორგი პაპუაშვილი აკონტროლებს „თავისუფალი თაობის” წევრების მოქმედებას და ეს ყველაფერი მიმართულია განსხვავებული აზრის ჩახშობისკენ.
მისი განმარტებით, პაპუაშვილი ნაცმოძრაობის კადრია და ის აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციების დარბევაში.
ჯემალ ფუტკარაძე კი აცხადებს, რომ ოჯახისა და საკუთრების შეურაცხყოფა არ უნდა იქცეს პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებად და ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ განსხვავებული აზრის გამოხატვა ღალატს არ ნიშნავს.
rustavi2.com