
შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ ელენ დეჯენერსის შოუში წამყვანსა და მოცეკვავეებთან ერთად რამდენიმე ილეთი შეასრულა.
გადაცემაში სტუმრად მყოფმა მიშელ ობამამ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისა და თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აპირებს ავტომობილში ჩამოწეული შუშებით იაროს, რაც ძალიან ენატრება და რის საშუალებასაც დაცვის სამსახური არ აძლევს უსაფრთხოების გამო.
ხოლო წამყვანის კითხვაზე, აპირებენ თუ არა მისი ქალიშვილები პოლიტიკურ მოღვაწეობას, პირველმა ლედიმ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია.