
მოსკოვში მიმდინარე მუსიკალური შოუს „Главная сцена“-ს მეორე ტურში ქართველმა მომღერალმა გიორგი მელიქიშვილმა მარკ ენტონის სიმღერა „My baby you“ შეასრულა.
ქართველი მომღერლის ნამღერი ჟიურის ხუთივე წევრს ძალიან მოეწონა.
სიმღერის ავტორმა უოლტერ აფანასიევიჩმა, რომელიც შოუში ერთ-ერთი მწვრთნელია, სიმღერის დასრულების შემდეგ გიორგის განუცხადა, რომ მან მარკ ენტონიზე უკეთ იმღერა.
„გიორგი მონსტრია, ამიტომაც მე მას ვირჩევ“, - განაცხადა კონსანტინ მელაძემ და 37 წლის მომღერალი შემდეგ ტურში გადაუშვა.