
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობ გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას დაშორების მიზეზები გიორგის „ფეისბუქ-მიმოწერები“ გახდა, რამაც ძალიან გაააბრაზა.
იგივე ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მიმოწერა მარი ბაბეტასთან იყო.
„გიორგი, გადასაღებ მოედანზე გავიცანი. შემდეგ „ფეისბუქზე“ დავამატეთ ერთმანეთი.
რამდენჯერმე „რუსთავი 2“-ის შენობაში შევხვდით, ხანდახან სოციალურ ქსელში მოვიკითხავთ ხოლმე ერთმანეთს.
სალომეს არ ვიცნობ. ვიცი რომ ერთმანეთს დაშორდნენ და როგორც გავიგე, სალომემ გიორგის „ფეისბუქის“ ჩატი წაიკითხა.
მომიკითხავდა ხოლმე, მწერდა, რომ კარგი ტატუები მაქვს, კოცნებს მიგზავნიდა.
მეგობრული დიალოგები გვქონდა. იქ სხვა ურთიერთობაზე „ნამიოკი“ არ ყოფილა.
ძალიან ღრმა ურთიერთობაც არ გვქონდა, მაგრამ ერთმანეთს კოცნას ვუგზავნიდით, ეს რა დასამალია”, – აცხადებს მარი ბაბეტა.
მისი თქმით, მომავალში გიორგისთან რაიმე ურთიერთობას არ გამორიცხავს, რადგან თავისუფალია.
„თუ სიყვარული ნამდვილია, ერთგულებაა ორივე მხრიდან, ალბათ შერიგდებიან.
თუ ერთ-ერთი მაინც მოღალატეა, შეიძლება შერიგდნენ, მაგრამ გაბაზრულ თეფშს ვერაფერი გაამთელებს და ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდება”, – დასძინა მან.
„რეიტინგი“