
18 წლის მარიამ ივარდავამ „იქს ფაქტორის“ კასტინგზე ჯენის ჯოპლინის სიმღერა შეასრულა და ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
გიორგი გაბუნიამ ისიც კი თქვა, გოგონების კატეგორია მინდა შემხვდეს და მარიამი ჩემ გუნდში იყოსო.
დარბაზიდან გოგონას მომღერალი გოგა მესხი გულშემატკივრობდეა, რომელიც მარიამის საქმრო აღმოჩნდა.
„ვერ დავჯექი. საკუთარ კონკურსზე არ მინერვიულია ასე. ჰაერი არ მყოფნიდა, ვერ ვსუნთქავდი, აივანზე გავედი რამდენიმეჯერ.
ძალიან ვინერვიულე. ამხელა სცენაზე პირველად იდგა და ვღელავდი. რომ არ მღეროდეს, არ დავთანხმდებოდი მის „X ფაქტორში“ მისვლას.
ხელი შევუწყე. ტემბრი განსხვავებული აქვს. ჯენის ჯოპლინს, არეტა ფრანკლინს და ტინა ტერნერს ყველა ვერ მღერის. მარიამს ეს კოზირი აქვს“ – საცოლით ამაყობს გოგა.
http://primetimenews.ge/