ბრუნდება თუ არა ამიკო „რუსთავი 2“-ში

Image

გავრცელებული ინფორმაციით, ამიკო ჩოხარაძეს, ფაქოს – ლევან გოგორელიანს და იუმორისტთა გუნდს GDS-ში ხელფასები გაუნახევრეს და ამის გამო ბიჭები ტელევიზიიდან წამოსვლაზე ფიქრობენ.

 

ამასთან, არხზე ამიკოს გადაცემა – „მისტერ ამიკოც“ აღარ გადის.

 

ამიკო ჩოხარაძე „რუსთავი 2“-ში დაბრუნებას უარყოფს, თუმცა სხვა არხზე გადასვლას არ გამორიცხავს.

 

„ხელფასი მხოლოდ ჩვენ ჯგუფს კი არ დააკლდა, ერთი წლის წინ მთელ ტელევიზიას შეუმცირდა ბიუჯეტი. ჩვენ ისევ GDS-ში ვართ. არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, რომ სხვა ტელევიზიაში გამოვჩნდე, მაგრამ არა „რუსთავი 2“-ში.

 

მე რომ ახლა „რუსთავი 2“-ში დავბრუნდე, ეს მაყურებელზე უარყოფითად იმოქმედებს. ჩემს მეობასაც ეხება და ვერ გავაკეთებ. შეიძლება ტელევიზიიდან წამოვიდე და ხელი სხვა საქმეს მოვკიდო. გამორიცხული არაფერია. სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

 

ახლა მხოლოდ „ბინა 18“-ის სცენარზე და მუსიკალურ უზრუნველყოფაზე ვმუშაობ. არხზე გადაცემები არ იქნება. შეიძლება „ბინა 18“ დარჩეს და კიდევ თოქშოუ დაემატოს. მე, როგორც ვიცი, არხი ამერიკული სტილის სერიალების რეჟიმში გადადის,“ - აღნიშნა მან.

 

„რუსთავი 2“-ში დაბრუნებაზე ამიკო ჩოხარაძესთან მოლაპარაკებებს უარყოფს ვანო ჯავახიშვილი.

 

„მე, ამიკოსთან პირადად შეხვედრა არ მქონია. ვისაც შეხება შეიძლება ჰქონოდა ამიკოსთან, ეს ალეკოა.

 

მოლაპარაკებებს მასთან აწარმოებენ. ეს არ ყოფილა, თორემ მეცოდინებოდა. ისე კი, არავის დაბრუნება არ გვქონია პრაქტიკაში. თანაც, ერთი კაცის გადაწყვეტილებით არ ბრუნდებიან სამსახურში,“ - დასძინა მან.

 

http://primetimenews.ge/

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !