-
2015-03-16 11:35
დედაქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკური რეპრესიები უწოდეს.
გიგა ბოკერიას აზრით კი, ხელისუფლება ამ ფაქტით ცდილობს ეკონომიკური კრიზისის გადაფარვას.
"ხელისუფლება სამარცხვინო მანიპულაციებით ცდილობს პოლიტიკური პატიმარი გიგი უგულავა დატოვოს ციხეში 9 თვის ამოწურვის შემდეგ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე," - განაცხადა ბოკერიამ.
უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ ხელისუფლება არ ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში.
„ოპონენტების ბრალდებები არის ცილისმწამებლური, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როცა ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ, ვცდილობთ და არ ვერევით სასამართლოს კომპეტენციაში,“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
http://rustavi2.com/