
"აფხაზეთის ხმა" უკომენტაროდ გთავაზობთ ზუგდიდში მომხდარი დაპირისპირების ამსახველ კადრებს, რომელიც "ლაივპრესმა" გაავრცელა.
შეგახსენებთ, 15 მარტს ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართული აქციის დროს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" ოფისები დაარბიეს, რა დროსაც ხელკეტები გამოიყენეს. 6 ადამიანი დაშავდა.