
„112“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საქართველოს სათხილამურო კურორტებზე ზამთრის პერიოდში ტრავმის შედეგად დაშავებულ დამსვენებელთა რაოდენობამ 50-ს მიაღწია.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 20 დღის განმავლობაში გუდაურიდან და ბაკურიანიდან ტრავმების შედეგად 50- მდე ადამიანი დაშავდა.
მისივე თქმით, „112“-ს სამსახურში ტრავმული ხასიათის შეტყობინებით ბაკურიანიდან – 43, ხოლო გუდაურიდან – 17 ზარი დაფიქსირდა.
დამსვენებლებს, ძირითადად, ქვედა კიდურების მოტეხილობები აღენიშნებოდათ.
შეგახსენებთ, რომ „112“-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია 2015 წლის 1 იანვრიდან 20 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
http://kvira.ge/
„კვირა“