
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტირკინის განცხადებით, გიუმრიში ავეტისიანების შვიდსულიანი ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებული რუსი სამხედრო, ვალერი პერმიაკოვი სომხეთში გასამართლდება.
რუსმა სამხედრომ, რომელიც გიუმრიში მდებარე რუსულ ბაზაზე მსახურობდა, ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი 12 იანვარს ჩაცხრილა.
ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, 6 თვის სერჟ ავეტისიანი საავადმყოფოში ორშაბათს გარდაიცვალა.
ბავშვს დღეს დაკრძალავენ.