
ტელეკომპანია ,,იმედის“ საინფორმაციო გამოშვება ,,ქრონიკის“ წამყვანი ნინო ჭანტურაია საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ჭანტურაია ბოდიშს იმ უხერხული სიტუაციის გამო იხდის, რომელიც კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს მისი მხრიდან მოჰყვა. ეთერში გავიდა კადრი, სადაც წამყვანი იღიმება.
,,გულწრფელად ვუსამძიმრებ ბ-ნ კახა ბენდუქიძის ოჯახს. სამძიმარი ტელეკომპანიის სახელით „ქრონიკაში“ საჯაროდაც გამოვხატე, თუმცა ერთ-ერთ გამოშვებაში ამ სამწუხარო ინფორმაციის შემდეგ ჩემი რეაქცია გახდა განსჯის საგანი, არადა ეს გამოწვეული იყო სულ სხვა მიზეზით.
ამ უყურადღებობის გამო ვგრძნობ უხერხულობას და ბოდიშს ვუხდი ყველას და მათაც, ვინც ღიმილს სხვა დატვირთვა მისცა. კიდევ ერთხელ გულწრფელად ვწუხვარ ,“-ამბობს წამყვანი.