
დეკანოზი დავით ციცქიშვილი, რომელიც, იმავდროულად სასულიერო აკადემიის ლექტორია ფსიქოლოგიაში, აცხადებს, რომ 70-წლიანი საბჭოეთის ეპოქა უფალმა იმიტომ დაუშვა, რომ შემდგომ წარმოჩენილი უარყოფითი მოვლენებისგან, უზნეობისგან დავეცვით. მისი თქმით, "მაშინ უფრო მეტი სიყვარული და ადამიანურობა იყო".
"რატომ დაუშვა უფალმა ეს 70 წლიანი პერიოდი? დღეს ბევრი ცუდი მოიტანა ახლანდელმა ვითარებამ, უწიგნურობა, ვერცხლისმოყვარეობა, უსიყვარულობა, გულგრილობა, ჩაკლა შემოქმედება, ისევ ძველი ფილმების ნახვა გსიამოვნებს, ახლა კომედიებსაც ვერ იღებენ, მე ძველ სიმღერებს ვუსმენ.
უფალმა 70 წელი აგვაშორა ამ უარყოფით მოვლენებს, რომელიც მოიტანა დღევანდელმა გლობალიზაციამ. მართალია ეს 70 წელი მძიმე იყო, მაგრამ დღევანდელ ვითარებას რომ ვადარებ უფრო მეტი სიყვარული, ადამიანურობა იყო, სამშობლოს უფრო მძაფრი განცდა,აი, ქართული სუფრები რომ მახსოვს...
აქ ძალიან ღრმა აზრია ჩადებული, როდესაც უფალი უშვებს მოვლენას, რომელიც შეიძლება უარყოფითი იყოს, იქ დადეთი უნდა დავინახოთ", - ამბობს დეკანოზი საპატრიარქოს ტვ "ერთსულოვნების" ეთერში.