
გადაწყვეტილებამ, რომ დაექირავებინათ ორი ყოფილი სამხედრო იმისთვის, რათა მათ მონადირეებისგან დაეცვათ ირმები, გარკვეული კრიტიკა გამოიწვია. ინიციატივის წამომწყები ჯგუფი სომერსეტ კანტოკის მთაში მონადირეებისგან დაცული ტერიტორიის შესაქმნელად ყოფილ სამხედროებს საათში 15 დოლარს უხდის.
მონადირეების კავშირმა უარყო რომ ირმები მათ სამიზნეს წარმოადგენს და გააპროტესტა ამგვარი ზომების მიღება.
ინიციატორთა ჯგუფის ლიდერმა, ჯო დუკვორზმა განაცხადა: „ჩვენ გვაქვს უფლება, უზრუნველვყოთ დაცული ტერიტორიები გარეული ცხოველებისათვის, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ადამიანების სწრაფვა, ამოხოცონ ეს ცხოველები, დამანგრეველია და ჩვენ თავს მოვალედ მივიჩნევთ ისინი დავიცვათ.“
ჯგუფი, რომელიც მონადირეების პოზიციას იცავს, ეჭვქვეშ აყენებს ამგვარი მიდგომის აუცილებლობას და შეუსაბამოდ მიიჩნევს იმ ფულის ყოფილი სამხედროებისთვის გადახდას, რომელიც ორგანიზაციას ხალხმა შესწირა.
თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება: ყოფილი სამხედროების შიშით ბრაკონიერები ტყეში ვეღარ შედიან, ანუ, მიზანმა გაამართლა საშუალება.
"დეილი მეილის" მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ