
მეტიუ ვილიამსის (რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობასა და კანიბალიზმში) დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი ციხეში კი არა, საავადმყოფოში უნდა მოეთავსებინათ.
22 წლის კერის მარი იემი სამშაბათს, სამხრეთ უელსის ერთერთ საავადმყოფოში ტრავმებისგან გარდაიცვალა.
ადამიანი, რომელიც მას თავს დაესხა, მეტიუ ვილიამსი, ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან და ისიც გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც პოლიციამ 50 000 ვოლტიანი ელექტროშოკით დააკავა.
დედამისი სალი ენი აცხადებს, რომ ის ნარკოდამოკიდებული იყო, ასევე იტანჯებოდა შიზოფრენიული შემოტევებისგან. „აგრესიული იყო იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც საფრთხედ აღიქვამდა. ის საავადმყოფოში უნდა დაეწვინათ, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ციხიდან უშვებდნენ, ერთსა და იმავე პროცესს გავდიოდით.“
უელსის პოლიციის დეპარტამენტი თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისგან, მაგრამ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ პრეცედენტს შიდა მექანიზმების დასახვეწად გამოიყენებენ, რათა მომავალში აღარ დაუშვან ვილიამისმაგვარი დამნაშავეების ციხიდან გამოშვება ან ციხეში დამწყვდევა, როცა მათი ადგილი საავადმყოფოშია და ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებენ.
"გარდიანის" მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ