
"ჩემი ცოლის დაქალები" საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უცნობი პირები საჯარო სკოლებში სერიალის სახელით ატარებენ ქასთინგს და არჩევენ მსურველებს სერიალში გადასაღებად, რისთვისაც გარკვეულ თანხას ითხოვენ. შემოქმედებითი ჯგუფი აცხადებს, რომ ამ აფიორასთან საერთო არაფერი აქვს.
"მეგობრებო,
ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ჩვენთვის უცნობი ადამიანები სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" სახელით დადიან სკოლებში, ატარებენ ქასტინგებს და შერჩეულ მსურველებს გარკვეული თანხის საფასურად სერიალში მონაწილეობას სთავაზობენ.
გვინდა განვაცხადოთ, რომ "ჩემი ცოლის დაქალების" შემქმნელ ჯგუფს ამ ადამიანებთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, ისინი უბრალოდ ჩვენს სახელს იყენებენ და თაღლითობენ, მსურველები არანაირი თანხის საფასურად ჩვენს სერიალში არ ხვდებიან, ქასტინგებს მხოლოდ ეპიზოდური როლებისთვის მხოლოდ ამ გვერდზე ვაცხადებთ ხოლმე და ამის მაგალითი თქვენც არაერთხელ გინახავთ. გთხოვთ მიაწოდეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს.
ასევე გთხოვთ, თუ თქვენც გაიგებთ მსგავს ინფორმაციას ყალბი ქასტინგების შესახებ - მოგვაწოდეთ ჩვენც.
მადლობა!", - ნათქვამია განცხადებაში.