გიორგი ფოფხაძე ორშაბათიდან ბრიუსელში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენელი იქნება

Image

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ევროპაში "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" იმუშავებს. როგორც თავად ჟურნალისტი წერს, ის მზადაა, ევროსტრუქტურებთან მუშაობის 14-წლიანი გამოცდილება "საზოგადოებრივ მაუწყებელში" გამოიყენოს და მის მაყურებელს გაუზიაროს. ჟურნალისტი წერს, რომ ყველაფერი დღეს გადაწყდა.

 

შეგახსენებთ, გიორგი ფოფხაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საჯარო განაცხადი გააკეთა. "ფეისბუქში" მისი მხარდასაჭერი რამდენიმე გვერდიც შეიქმნა, თუმცა, საბოლოდ, გიორგი ფოფხაძე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ალტერნატიულ წინადადებას დათანხმდა.

 

"მოკლედ მეგობრებო ორშაბათიდან საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბრიუსელიდან შევხვდებით ერთმანეთს.. ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის საზმაუს ხლემძღვანელობას, დირექტორს გიორგი ბარათაშვილს, ყველა იმ ადამიანს რომლებმაც ჩათვალა რომ, მე შემიძლია სახელმწიფოსთვის სახელმწიფოებრივად, სახელმწიფო ტელევიზიის მეშვეობით ვიმუშაო ბრიუსელიდან... დიდი მადლობა ყველას..

 

შევეცდები პირველ რიგში მაყურებლის იმედები გავამართლო.. ჩემი ქვეყნის ადგილს მე პირადად ევროპაში ვხედავ, ამიტომ ბრიუსელში ევროტრუქტურებში, სადაც მე 14 წელი ვიმუშვე ევროპული ტელე-რადიო საშუალებებისთვის ძლიან დიდი ვალდებულებაა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მუშობა...

 

შევეცდები მუდამ ვიყო მიუკერძოებელი ოდენ აქამდე ყოფილა... კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დამარწმუნა მიმეღო ეს გადაწყვეტილება ..ვინც დიდი ნდობა გამომიცხადა", - წერს გიორგი ფოფხაძე. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !