
,,ჩვენ აქამდე ვიცოდით "ნუცას სკოლა", დღეს უკვე "ქუცნას სკოლა" გამოჩნდა,"- განაცხადა ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა ,,არჩევანში" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის შეხვედრის თემის კომენტირებისას განაცხადა.
ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტთან შესახვედრად კონსტიტუციით მივიდა.