-
2014-09-10 01:25
14 სექტემბერს ზუგდიდში მწნილის და მურაბის ფესტივალი გაიმართება. ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ცნობით, ფესტივალი ზუგდიდში იუსტიციის სახლის უკან მდებარე პარკში გაიმართება. - ამის შესახებ „ლაივპრესი“ იტყობინება.
ფესტივალის ფარგლებში მოწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალის სტუმრებს ქუჩის თეატრის მსახიობები ანიმაციური გმირები გაართობენ.
ფესტივალს უკვე უმასპინძლა ბათუმმა და ბახმარომ. ფესტივალს 13 სექტემბერს ოზურგეთი, 14 სექტემბერს ზუგდიდი, 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს კი თელავი უმასპინძლებს.
ფესტივალი თბილისში „თბილისობის" დღესასწაულზე დასრულდება. მწნილისა და მურაბის ფესტივალები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.