
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი სოფო მოსიძე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად ინიშნება.
როგორც "ნეტგაზეთს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ეს პოსტი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც პრესსამსახური ნონა ყანდიაშვილმა დატოვა. სოფო მოსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი გუშინ დატოვა.