
ხარკოვში, რუსეთის საკონსულოს შენობა ადგილობრივებმა ალყაში მოაქციეს და მას სხვადასხვა ნივთები დაუშინეს. შენობის პერიმეტრზე მილიცია განთავსდა.
მოპიკეტეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები „პუტინი მკვლელია“; „რუსეთი ოკუპანტია“; „არა ომს!“; „გაეთრიეთ უკრაინიდან, ოკუპანტებო!“ და სხვ.
რამდენიმე პირმა საკონსულოს შენობის მისამართით პეტარდა ისროლა, რის გამოც ისინი დააკავეს. პიკეტი ხარკოვის ცენტრალურ ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობით დასრულდა.