
რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვარსკვლავთა "შავ სიაში" სამი ეთნიკურად ქართველი მოხვდა: ვახტანგ კიკაბიძე, ოლეგ ბასილაშვილი და ბორის აკუნინი. ამასთან, ზოგ შემთხვევაში სიაში შეტანილია მთლიანად კოლექტივებიც, მაგალითად, "ეხო მოსკვი", "ლენტა.რუ", "დოჟდი", ასევე, საშემსრულებლო ჯგუფები, მაგალითად Scorpions.
სიაში, რომელიც რუსულ მედიაში გამოქვეყნდა, შეიყვანეს ისეთი ცნობილი პირები, როგორებიც არიან იური შევჩუკი, ნიკიტა ჯიგურდა, ქსენია სობჩაკი, ვიქტორ შენდეროვიჩი, ზემფირა, ვერა ბრეჟნევა და სხვები. სიაში არიან ასევე უცხოელი ვარსკვლავები: არნოლდ შვარცენეგერი, ჯორჯ კლუნი, მილა იოვოვიჩი, მადონა და სხვები.