
16 წლის ლოლიტა რიჩი, კიეველი მოსწავლე, რომელიც დროებით თურქმენეთში ცხოვრობს, ამტკიცებს, რომ ყველაზე მეტად ჰგავს თოჯინა ბარბის, ვიდრე აქამდე ვინმე ჰგავდა. თუ მის ფოტოებსა და ვიდეოს გადახედავთ, ალბათ, ამაზე დავის სურვილი მართლაც, გაგიქრებათ, რადგან მსგავსება აშკარა და საოცარიც კია.
ლოლიტა სიმაღლით სულ 1,62 მ-ია, ხოლო წელის გარშემოწერილობა 51 სმ-ია. მისი თქმით, თოჯინა ბარბისთან მსგავსება არაა არც პლასტიკური ოპერაციებისა და არც დიეტის შედეგი. ის ლინზებს ატარებს, რათა თვალების ფერითაც ბარბის ჰგავდეს.
ლოლიტა არასდროს აქცევდა ზედმეტ ყურადღებას თავის გარეგნობას. არც თოჯინებით ყოფილა გატაცებული. ბარბისთან მსგავსება ამ ერთი წლის წინ აღმოაჩინა და მას შემდეგ მხარდამჭერები და ქომაგები გაუჩნდა, ძირითადად, სოციალურ ქსელებში.