
ფლეშმობ Ice Bucket Challenge-ს იდეის ავტორი აშშ-ში, დაივინგის დროს დაიღუპა. 27 წლის კორი გრიფინი ამოტროფიული გვერდითი სკლეროზით დაავადებულთა დასახმარებლად თანხის მოზიდვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მის მეგობარს პიტ ფრატსს ექიმებმა სწორედ ლუ გერიგის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
კორი გრიფინის იდეა მთელ მსოფლიოში მაშინვე გახდა პოპულარული, თავად გრიფინმა კი ALS-ით დაავადებულთა დასახმარებლად 100 ათას აშშ დოლარზე მეტის მოზიდვა შეძლო. გრიფინი მასაჩუსეტსის შტატში, ნანტაკეტის ნაპირთან ახლოს დაიღუპა.