
ტრაგიკული შედეგით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმი-ქობულეთის გზაზე, რა დროსაც ერთმანეთს ავტომანქანა და მოტოციკლი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
მოტოციკლზე მსხდომი ძმები, გორელი სემა და რევაზ მაისურაძეები ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ერთი ადამიანი ავტომანქანაში მსხდომთაგანაა დაღუპული. კიდევ ორი დაშავებულიდან ერთი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიეღტებული, მცირეწლოვანი ბავშვი კი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.