
ნორვეგიაში ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2018 წელს მსოფლიოს ოლიმპიურ ჩემპიონატს ჭადრაკში საქართველოს, კერძოდ, ბათუმი უმასპინძლებს.
ბათუმის კონკურენტი სამხრეთ აფრიკის ერთერთი ქალაქი იყო, ბათუმმა მას რამდენიმე ხმით მოუგო. ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მიულოცეს.
საქართველო ამ დონის საერთაშორისო შეჯიბრს ჭადრაკში 2018 წელს პირველად უმასპინძლებს.