
ვაზისუბანში X-XI საუკუნეების სანაგირის მონასტრამდე მიმავალი გზის რეაბილიტაციაზე მომუშავე პირებმა მიწის ფენაში ქვითკირის საწნახელის ფრაგმენტებს მიაკვლიეს.
არქეოლოგ გიორგი რჩეულიშვილის თქმით, მსგავსი ტიპის საწნახელები, შუა საუკუნეების საქართველოში, არცთუ ისე იშვიათია.
„საწნახელს გვერდები დაფერდებული აქვს, ხოლო ძირი ცემენტის ხსნარით არის მოლესილი. იგი ფრაგმენტულად არის შემორჩენილი და ჩვენ მის კვლევას გავაგრძელებთ“, - განაცხადა რჩეულიშვილმა.