
ასტროლოგების აზრით, ტელეფონის ნომრის ციფრების განლაგება დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე.
იმისთვის, რომ ჩვენი მობილურის ციფრი გამოვთვალოთ, უნდა დავშალოთ იგი ერთნიშნა ციფრებად.
მაგ. თუ თქვენი ნომერია: 577 55 22 32, მაშინ - 5+7+7+5+5+2+2+3+2=38. მიღებული ჯამიც დავიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე – 3+8=11; 1+1=2 გამოვიდა, რომ ამ კონკრეტული მობილურის ნომეროლოგიური ინდექსია – 2
ერთი – ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ხალხის ციფრია. წარმატება მოაქვს პოლიტიკურ სარბიელზე და იურიდიულ სფეროში.
ორი – საშუამავლო ან საკონსულტაციო სფეროში მომუშავე ხალხის რიცხვია. წარმატება მოაქვს ადვოკატებისთვის.
სამი – სახელოვნებო ასპარეზზე მოღვაწე ადამიანებს "სწყალობს". იგი ასევე კარგად ერგება ჟურნალისტებსა და ლიტერატორებს.
ოთხიანი – მენეჯერების, ადმინისტრატორებისა და სხვა ორგანიზატორული ტიპის სამუშაოზე დაკავებული ხალხის ციფრია. იგი ასევე წარმატებას მოუტანს რედაქტორებსა და პროდიუსერებს.
ხუთი – ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ადამიანებს სწყალობს. იგი ასევე გამოადგება მარკეტინგისა და პიარის კუთხით მომუშავე ინდივიდებს.
ექვსი – სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის და სოციოლოგებისთვის განკუთვნილი ნომერია. იგი ასევე კარგია მედიცინის სფეროს წარმომადგენლისთვის.
შვიდი – ლექტორების ან მასწავლებლების ნუმეროლოგიური ინდექსია. იგი ასევე ხელს უწყობს მათ ვისი საქმიანობაც კვლევით ან სამეცნიერო სფეროებს უკავშირდება.
რვა – ბიზნესმენების, ბანკირების ნომერია. ზოგადად იგი ხელს უწყობს მფლობელისკენ დიდი ფულის შემოდინებას.
ცხრა – მხატვრების, მუსიკოსების რიცხვია. იგი ხშირად უწყობს ხელს კარიერის კეთებაში მარტოსულ, ერთი შეხედვით "ასოციალურ" ადამიანებს.
cacao.ge