
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე რუსეთის პატრიარქთან და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა,-ამის შესახებ ინფორმაციას "ექსპრესნიუსი" რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც რუსეთის პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, მართლმადიდებელი ეკლესიის წამრომადგენლები რუსეთში წმინდა სერგი რადონეჟელის 700 წლის საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით მიიწვიეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას მსოფლიოს მასშტაბით მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა.
სიტყვით გამოსლვისას პუტინმა წმინდა სერგი რადონეჟელის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი რუსეთის მიწების გამაერთიანებელი იყო.
ექსპრესნიუსი