
ჟურნალისტი და „რუსთავი-2“-ის ყოფილი თანამშრომელი ნანა ლეჟავა ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილი, რომელსაც უამრავი გეგმა ჰქონდა და ამის შესახებ მასაც ესაუბრა, თავს არ მოიკლავდა.
განცხადება ლეჟავამ „რეაქციაში“ გააკეთა. ამასთან, ნანა ლეჟავა გამოეხმაურა იმ იდეასაც, რომ ეროსი კიწმარიშვილი „რუსთავი-2“-ის ოფისიდან უნდა გამოასვენონ:
„მე არ ვიცი, რამდენად იმსახურებს „რუსთავი-2“, რომ ეროსი მისი ოფისიდან გამოასვენონ, მაგრამ ეროსი კი ნამდვილად იმსახურებს ამ ოფისიდან მის გამოსვენებას“, - აცხადებს ჟურნალისტი.