-
2014-07-19 03:59
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჩამოგდებული "ბოინგის" ბორტზე, შესაძლოა, სანდრა რულოვსიც ყოფილიყო ,–ამის შესახებ მან ,,შუსტერ სტუდიოს“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, ამსტერდამიდან მისი მეუღლეც უნდა გამგზავრებულიყო ,,ბოინგ 777“ , თუმცა მან კონფერენციაში მონაწილეობის მიღება გადაღლილობის გამო გადაიფიქრა.
,,სანდრა ხშირად დადის სხვადასხვა კონფერენციებზე. შესაძლოა, წასულიყო იქაც, სადაც ის მეცნიერები მიფრინავდნენ. სანდრამ გადაღლილობის გამო თქვა უარი. ბორტზე მყოფი მეცნიერები ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ, ეს სანდრასგან ვიცი, რამდენიმე მათგანი საქართველოშიც იყო ნამყოფი“.– განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მან კიევის აეროპორტში გაიგო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ და სოლიდარობის ნიშნად უკრაინიდან ამერიკაში აღარ გაემგზავრა.