
ყვითელი ავტობუსის მძღოლის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მძღოლსა და მგზავრს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ავტობუსში დაიწყო და ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე გაგრძელდა.
არსებული ინფორმაციით, #19 სამარშრუტო ხაზის ავტობუსის მძღოლს მგზავრმა ფიზიკური შეურაცხყოფა ავტობუსის გაჩერებაზე მიაყენა, რის შემდეგაც მძღოლი ძირს დაეცა და გული წაუვიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ავტობუსის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა. მომხდარის შემდეგ მგზავრი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონიჭალის მოსახლეობამ განუცხადა, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ 19 ნომერი ავტობუსის მძღოლები პროტესტის ნიშნად აღარ მუშაობენ.
მომხდარ ფატქზე გამოძიება დაწყებულია.