
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს რამდენიმე თვის წინ კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა.
"პენიტენციური სისტემა მზად არის ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის საჭიროებას უპასუხოს. მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას იცავს კანონი თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ის იქცევა ადეკვატურად. ჩვეულებრივ როცა ჩივილები აქვს, მიმართავს ექიმს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუდმივად არის ხელმისაწვდომი.
თვეების წინ მას კომპლექსური, ძალიან მაღალი სტანდარტის გამოკვლევები ჩაუტარდა, რაც შეეხება მის მდგომარეობას ამ მომენტისთვის ის იქცევა ადეკვატურად", - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე.
დღეს, ,,ალიაში“ გამოქვეყნდა მასალა, სადაც საუბარი იყო, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ის დეპრესიაშია და ჰალუცინაციები ტანჯავს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს ინფორმაცია სიმაერთლეს არ შეესაბამება.