
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ეროსი კიწმარიშვილის ბოლო ინტერვიუში არის ნაწილი, სადაც ის კახა კალაძის განცხადებას „რუსთავი-2“თან დაკავშირებით
“რაც შეეხება ჩემი და ჩემი პარტნიორების ბრძოლას „რუსთავი 2“-ის დაბრუნებისთვის, ხელისუფლება ჩემს პარტნიორებთან გარკვეული ალიანსის გზით ცდილობს, „რუსთავი 2“-ზე გავლენა მოიპოვოს. რა ტიპისა და როგორი ალიანსის დამყარების მცდელობაა, არ ვიცი. ძალიან საინტერესო დეტალია კალაძის განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ტელევიზიას მისი მეპატრონე დაიბრუნებს. ეს მხოლობითში თქვა თუ მრავლობითში?
– მხოლობითში...
– საინტერესოა მისი ფროიდისეული წამოცდენა. რას ნიშნავს მეპატრონე? „რუსთავი 2“ შეიქმნა 1994 წელს და მისი დამფუძნებლები ვიყავით სამი ადამიანი და ახლა რატომ გახდა ეს რიცხვი მხოლობითი? ან ვინ იყო ის ერთი მეპატრონე, რომელიც „რუსთავი 2“-ს ფლობდა 100%-ით? “ - აცხადებდა კიწმარიშვილი პრაიმტაიმთან ინტერვიუში.