
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ურეკში იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას გურიის გუბერნიაში ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ ვისთან და რა მიზნითაა ჩასული ურეკში პრეზიდენტი, არ იციან.
დღეს გავრცელებული ფოტოების მიხედვით, მარგველაშვილი სამტრედიაში რკინიგზის სადგურზე შესასვენებლად შეჩერდა. მან მატარებლით იმგზავრა.