-
2014-06-20 16:41
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს ,რ ომ თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო დონორობა, რაც ბოლოს შევარდნაძის პრეზიდენტობისას ხდებოდა.
როგორც შაშკინი ამბობს, სამხედრო ტექნიკის გაყიდვა, რომელიც ღრმა კრიზისი დროს ხდება ბოლო ლწბეია საქართველოში საწირო არ გამხდარა.
,,თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო დონორობა ! სამხედროების “სლენგზე” დონორობა ნიშნავს სამხედრო ტექნიკის ნაწილის დაშლას ან გაყიდვას იმისათვის, რომ შეკეთდეს დანარჩენი ნაწილი.
დონორობა ხდება ან საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც ვერ ხერხდება სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ან ღრმა ფინანსური კრიზისის დროს.
ბოლოს დონორობა საქართველოში ხდებოდა შევარდნაძის თავდაცვის მინისტრის, თევზაძის, დროს.
და ახლა, 12 წლის შემდეგ, ირაკლი ალასანია აპირებს “სუ 25” პარკის ნაწილის გაყიდვას იმისათვის, რომ შეაკეთონ დანარჩენი თვითმფრინავები.
დონორობას უკვე შეეწირა რამოდენიმე იროკეზი, რადგან ვერ მოხერხდა დროულად ნაწილების ჩამოტანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.“- წერს შაშკინი სოციალურ ქსელში.