
რამდენიმე ინტერნეტ გამოცემის ცნობით, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქოს აეროპორტში დააკავეს.
როგორც ქართული გამოცემები წერენ, მათი დაკავების მიზეზი თანხა და ელექტროშოკის აპარატები გახდა. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.
როგორც საპარლამნეტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ,,ფეისბუქზე" წერს, რამდენიმე წუთის წინ დაუკავშირდნენ ირმა ნადირაშვილს და ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ არ დასტურდება.