
ბიბლიის ტექსტისა და ნასა-ს თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათების გაანალიზების შემდეგ კალიფორნიელმა მკვლევარმა, მაიკლ სანდერსმა დაასკვნა, რომ ბიბლიური სამოთხე თანამედროვე თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა.
მკვლევარის თქმით, ბიბლიაში საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად არის მითითებული ბაღების განლაგება, სადაც ედემზე გამავალი მდინარე ოთხად იყოფა და ამ მდინარეების სახელწოდებებიც არის აღნიშნული.
„მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი“ (დაბადება: 2-10). მაიკლ სანდერსის აზრით, ეს ოთხი მდინარე არის მურადი, ტიგროსი, ევფრატი და ევფრატის ჩრდილოეთ განტოტება.
http://www.reitingi.ge/uckhoethi/2359-samothkhis-adgilmdebareoba-cnobilia.html?lang=ka-GE